მესი: "თასები ნაკრებშიც იქნება"

მესი: "თასები ნაკრებშიც იქნება"

კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ, კომენტარი გააკეთა არგენტინის ნაკრების არც თუ ისე დამაჯერებელ გამოსვლაზე და უტიტულობაზე. ლეო ასევე შეეხო ნეიმარის თემასაც და თქვა, რომ თუ ბრაზილიელი თავდამსხმელი უახლოეს მომავალში ჩაიცვამს ლურჯ-ბროწეულისფერ მაისურს ამით ყველა გახარებული დარჩება.

"თუ ნეიმარი "ბარსელონაში" გადმოვა, მას აქ ძალიან კარგად მიიღებენ და ყველა კმაყოფილი იქნება. რაც შეეხება მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს, გახარებული ვარ გამარჯვებით და ახლა მხოლოდ ოჯახის წრეში დასვენებაზე და განტვირთვაზე ვფიქრობ. რაც შეეხება არგენტინის ნაკრებს, მართალია უკვე დიდი ხანია თასი არ მოგვიგია, თუმცა ახლა ენთუზიაზმის ამაღლებაზე ვმუშაობთ და დარწმუნებული ვარ, ტიტულები აუცილებლად იქნება." -განაცხადა მესიმ.

 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.