გვარდიოლას ”ბარსამ” წელი ყველა ტურნირზე 170 გატანილი გოლით დაასრულა
”ოსპიტალეტთან” გატანილმა 9 გოლმა გვარდიოლას ”ბარსას” კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა, რადგან მათ 2011 წელს პრიმერას გუნდებიდან ყველაზე მეტი გოლის გატანა შეძლეს. ხუთშაბათს მოპოვებული გამარჯვების შემდეგ მათ გაუსწრეს მადრიდის ”რეალს”, რომელთან ანგარიშზე 167 გოლია.
”ბარსამ” 2011 წელი საკუთარ სტილში დაასრულა. ”ოსპიტალეტის” განადგურებამ (9:0) გვარდიოლას ”ბარსელონას” ახალი რეკორდი დაამყარა, რომელსაც როგორც ჩანს საზღვარი არ აქვს. აქამდე არასდროს მომხდარა, რომ ესპანეთის დივიზიონის გუნდს ერთ სეზონში სხვადასხვა ოფიციალურ ტურნირებზე იმდენი გოლი გაეტანოს, რამდენიც ”ბარსამ” გაიტანა. სამეფო თასის მატჩამდე ”რეალი” იყო ამ მაჩვენებელში საუკეთესო 167 გოლით და ისინი აუმჯობესებდნენ ”ბარსას” მიერ 2010 წელს გატანილ 154 გოლიან რეკორდს, თუმცა ”ბარსამ” სეზონი კვლავ ”რეალზე” წინ დაასრულა, გაიტანა რა ”ოსპიტალეტის” კარში 9 უპასუხო გოლი.
გვარდიოლას უდიდესი მოგება
ეს ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებაა მას შემდეგ, რაც პირველ გუნდს სათავეში პეპ გვარდიოლა ჩაუდგა. გასულ სეზონში გუნდმა 8:0 დაამარცხა ”ალმერია”. ”ბარსას” 9:0 გამარჯვება უკანასკნელად 1978/79 სეზონში ჰქონდა მოპოვებული, როდესაც მათ ”რაიო ვალეიკანო” გაანადგურეს.
ახლა კი ”ოსპიტალეტთან” დასრულებული მატჩის საინტერესო ფაქტებს გთავაზობთ:
- კრისტიან ტელიომ, რომელმაც 2 გოლი გაიტანა პირველი გუნდის შემადგენლობაში გახდა მე-18 ფეხბურთელი, რომელმაც მიმდინარე სეზონში ”ბარსას” რიგებში თავის გამოჩენა შეძლო.
- სამეფო თასის 1?16 ფინალში ”ნოუ კამპზე” მისული 56.480 მაყურებელი სარეკორდო მაჩვენებლია პეპ გვარდიოლას ერაში.
- ლა ლიგაში და სამეფო თასზე მიმდინარე სეზონში ”ბარსას” ”ნოუ კამპზე” გოლი არ გაუშვია. მხოლოდ ”რეალმა” ესპანეთის სუპერთასზე და ”მილანმა” ჩემპიონთა ლიგაზე შეძლეს ”ნოუ კამპზე” გოლის გატანა.
- 13 ფეხბურთელი, რომელმაც გუშინ მონაწილეობა მიიღეს ”ოსპიტალეტთან” მატჩში ”ლა მასიას” აღზრდილები არიან. ესენი არიან პუიოლი, ფონტასი, პიკე, ბუსკეტსი, ტიაგო, ჩავი, დოს სანტოსი, ტელიო, ინიესტა, სესკი, სერხი რობერტო, კუენკა და პედრო.
- გვარდიოლას ძირითად 11-ეულში მხოლო პინტო ის ფეხბურთელი, რომელიც კლუბში ადრეული ასაკიდან არ ირიცხება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]