”ბარსელონა” - ”ვალენსია”. სტატისტიკა

”ბარსელონა” - ”ვალენსია”. სტატისტიკა


 - ”ვალენსიას” დამარცხების შემდეგ ”ბარსამ” 24-ე ორმატჩიან დაპირისპირებაში გაიამრჯვა მას შემდეგ, რაც გვარდიოლა დაინიშნა მთავარ მწვრთნელად. მხოლოდ ”სევილიამ” ესპანეთის თასზე და ”ინტერმა” ჩემპიონთა ლიგაზე შეძლეს ”ბარსას” გათიშვა ტურნირიდან.

 - უნაი ემერიმ 5 შეხვედრა ჩაატარა ”ნოუ კამპზე” და ყველა მათგანში დამარცხდა. მისმა გუნდებმა 1 გოლი გაიტანეს, ”ბარსამ” კი 13.

 - ყოველ ჯერზე, როცა სამეფო თასის 1/2 ფინალში ”ბარსამ” დაამარცხა ”ვალენსია” ტიტული კატალონიურ კლუბს დარჩა.

 - ეს სეზონის მეოთხე ფინალია. გუნდმა უკვე ითამაშა ესპანეთის და ევროპის სუპერთასების ფინალები და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალი.

 - ეს გვარდიოლას ერაში მე-12 ფინალია და სამეფო თასის მე-3 ფინალი 4 წელში.

 - ორივე გუნდისთვის ეს ფინალი 36-ე იქნება ესპანეთის თასზე. ”ბარსამ” 25-ჯერ მოიგო ტიტული, ”ატლეტიკმა” 23-ჯერ. ეს გუნდები ფინალში 6-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, ”ბარსამ” 4-ჯერ იმარჯვა, ”ატლეტიკმა” კი 2-ჯერ.

 - სამეფო თასზე გვარდიოლას ერაში წელს გუნდი ყველაზე შედეგიანია. მათ უკვე 1 გოლით მეტი გაიტანეს, ვიდრე 2010/11 სეზონში, როცა გუნდმა 22 გოლი გაიტანა.

 - ოთხშაბათს გატანილი გოლის შემდეგ ჩავიმ საუკეთესი შედეგი გაიმეორა, 10 გოლი ერთ სეზონში.

 - სესკ ფაბრეგასს ”ბარსას” მხრიდან თასზე ყველაზე მეტი, 3 გოლი აქვს გატანილი.

 - გვარდიოლა ”ბარსას” მე-3 მწვრთნელია, ვინც გუნდი მესამედ გაიყვანა თასის ფინალში. გრინველმა და დაუციკმა თასის ფინალში გუნდი 4-ჯერ ათამაშეს.

 - მხოლოდ 2-მა მწვრთნელმა გაიყვანა 3-ჯერ თასის ფინალში გუნდი ბოლო 20 წლის განმავლობაში. ესენი ვიქტორ ფერნანდესი და პეპ გვარდიოლა არიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.