სუბი: ”თასზე ”რეალთან” შეხვედრის შანსი არ მაშინებს”

სუბი: ”თასზე ”რეალთან” შეხვედრის შანსი არ მაშინებს”


”ბარსელონას” სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა ამტკიცებს, რომ გუნდი არ წუხს სამეფო თასის შემდეგ ეტაპზე მადრიდის ”რეალთან” შესაძლო დაპირისპირების შესახებ.

ასე ვთქვათ მე ცუდად ძილს არ დავიწყებ იმის გამო, რომ შეიძლება ”რეალს” შევხვდეთ. ახლა ჩვენ ”ოსასუნას” უნდა შევხვდეთ და მათთან თამაში უფრო რეალურია. არ მიყვარს გამოცნობა, ვცდილობ კონცენტრაცია გარკვეულ მოვლენებზე მოვახდინო”.

ესპანეთის ჩემპიონატჩი ჩვენ იოლად დავამარცხეთ ”ოსასუნა”, მაგრამ თასზე გასამართი მატჩში შეიძლება სულ სხვაგვარი გამოვიდეს. სავარაუდოა, რომ მათ მას შემდეგ ბევრი რამ ისწავლეს. გვარდიოლაც ასე ფიქრობს” - სუბისარეტას სიტყვებს Goal.com ციტირებს.

ესპანეთის თასის პირველი შეხვედრა ”ბარსასა” და ”ოსასუნას” შორის 4 იანვარს გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.