ბუსკეტსი: "სტუმრად "ოსასუნას" დამარცხება ძალიან რთულია"
კატალონიური "ბარსელონას" ესპანელმა საყრდენმა ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა განაცხადა, რომ მისი გუნდი ჯერ არ ფიქრობს მადრიდის "რეალთან" გასამართ შეხვედრაზე, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმართება.
"უახლოესი შეხვედრა "ოსასუნას" წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ფეხბურთელებს გვესმის, რომ თავიდან სწორედ ამ თამაშის ჩატარება გვიწევს. სტუმრად "ოსასუნას" დამარცხება კი ძალიან რთულია. პამპლონაში ჩვენ მუდამ პრობლემები გვექმნებოდა, მაგრამ ჩვენ იქიდან სამი ქულის წამოღებას შევეცდებით. "ოსასუნასთან" გამარჯვება კი საშუალებას მოგვცემს, "კლასიკოში" ჩვენს მეტოქეს შესაფერისი განწყობით დავუპირისპირდეთ." - განაცხადა, ბუსკეტსმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]