წარმატებული 2011 წელი!!!

წარმატებული 2011 წელი!!!


2011 წლის დასრულებამდე 7 დღეა დარჩენილი, თუმცა ”ბარსელონამ” ეს წელი უკვე დაასრულა, თანაც ძალიან დიდი წარმატებით. ჩვენ კი შეგვიძლია შევაფასოთ ჩვენი საყვარელი გუნდის ასპარეზობა. კატალონიელებმა მიმდინარე წელს 5 თასის მოპოვება შესძლეს, ეს ყველაფერი კი რა თქმა უნდა თავის, ულამაზესს სტილში. პეპ გვარდიოლას შეგირდებმა მოიპოვეს ლა ლიგის, ჩემპიონთა ლიგის, ესპანეთის სუპერთასის, ევროპის სუპერთასის და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის თასები. ერთადერთი ტიტული, სამეფო თასი კი კატალონიელებმა ”მესტალიაზე”, დამატებით დროში მადრიდის ”რეალთან” დათმეს. გავიხსენოთ და დავემშვიდობოთ წარმატებულ 2011 წელს. მომავალ წელს კი საუკეთესო სურვილებით და 2011 წელს მიღწეული შედეგების გამჯობესების იმედით შევხვდეთ. ეს ”ბარსაა”, რომელსაც ყველაფერი შეუძლია. 

                                                            Visca El Barca, Visca Catalynia !

პირველი თასი, რომელიც კატალონიელებმა მოიგეს ლა ლიგის თასი იყო, ამის შემდეგ მათ ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოიგეს. ფინალში ”ბარსამ” 3:1 დაამარცხა ”მანჩესტერ იუნაიტედი”.

                             [media=http://www.youtube.com/watch?v=qsvvUh-fr3o]

საზაფხულო შესვენების შემდეგ ”ბარსას” ფეხბურთელებმა ორ მატჩიან დუელში დაამარცხეს მადრიდის ”რეალი” და მოიპოვეს ესპანეთის სუპერთასის ტიტული.

                             [media=http://www.youtube.com/watch?v=H4CTRkPIXgE]

რამდენიმე დღეში კატალონიელები ამარცხებენ ”პორტუს” და იგებენ ევროპის სუპერთასის ტიტულს.

                             [media=http://www.youtube.com/watch?v=pWPf3PXB9bE]

2011 წლის ბოლო ტიტული კი კატალონიელებმა იაპონიაში მოიგეს. ფინალში 4:0 განადგურებულ იქნა ”სანტოსი”

                             [media=http://www.youtube.com/watch?v=G8fUrn1g4ns]

ყველაზე მთავარი ტიტული კი ის არის, რომ ”ბარსა” ძალიან დიდი ოჯახია, რომლის წევრები ჩვენ ვართ

                             [media=http://www.youtube.com/watch?v=YcHeNnZsRns]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.