500 საერთაშორისო მატჩი

500 საერთაშორისო მატჩი

2 აპრილს, ”ბარსელონამ” თავის მე-500 საერთაშორისო მატჩი ჩაატარა. "ბლაუგრანამ" ეს "პარკ დე პრენსზე", პსჟ-ს წინაღმდეგ მოახერხა. კატალონიელთა პირველი საერთაშორისო შეხვედრა 1949 წლის 26 ივლისს, ”რეიმსის” წინააღმდეგ გაიმართა. 500 მატჩიდან კატალონიელებმა 279 მოიგეს, 114 ფრედ ითამაშეს და 107 წააგეს.

988 გატანილი და 504 გაშვებული გოლი

”ბარსელონამ” ყველა საერთაშრისო მატჩში ერთად 988 გოლი გაიტანა (1.98 საშუალოდ ერთ მატჩში) და 504 გაუშვა (1.01 საშუალოდ ერთ მატჩში). ყველაზე დასამახსოვრებებელი და მნიშვნელოვანი გოლები გაიტანეს: კუმანმა ”უემბლიზე” (1992 წელს), ბელეტიმ და ეტო’ომ პარიზში (2006 წელს), მესიმ და ეტო’ომ რომში (2009 წელს), პედრომ, მესიმ და ვილიამ ”უემბლიზე” (2011 წელს). ყველა მათგანი ჩემპიონთა ლიგის ფინალში იქნა გატანილი.

19 ტიტული 

"ბლაუგრანას", თავისი ისტორიის მანძილზე, 19 საერთაშორისო ტიტული აქვს მოპოვებული: 4 ჩემპიონთა ლიგა (1992, 2006, 2009 და 2011), 2 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (2009 და 2011), 4 თასების მფლობელთა თასი (1979, 1982, 1989 და 1997), 3 ბაზრობათა თასი (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) (1958, 1960 და 1966), 4 ევროპის სუპერთასი (1992, 1997, 2009 და 2011) და 2 ლათინური თასი (1949 და 1952).

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.