ვილამ საავადმყოფო დატოვა
დავიდ ვილამ, შუადღისით დატოვა "ჩირონ ჰოსპიტალი" და უკვე სახლში განაგრძობს მკურნალობას, რათა მოასწროს და გამოჯანმრთელდეს ევრო–2012–ის დაწყებამდე. დიდი ხნის შემდეგ, ესპანელმა გოლეადორმა კვლავ გაიღიმა ჟურნალისტებთან. მას უდიდესი იმედი აქვს დროულად ფორმაში ჩადგომის.
როგორც მოგეხსენებათ, დავიდს წარმატებით ჩაუტარდა ოპერაცია მარცხენა ფეხის წვივზე. ოპერაციის შემდეგ, ექიმმა რამონ კუგატმა განაცხადა, რომ თუ "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავა, ვილას აქვს შანსი დაეხმაროს გუნდს. "ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მას აქვს შანსი ითამაშოს ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე. იგი იმდენადაა მონდომებული და სურს დროულად გამოჯანმრთელება, რომ დარწმუნებული ვარ საწადელს მიაღწევს კიდეც."
ახლა იგი გამოჯანმრთელების პირველ საფეხურებს ფიზიოთერაპევტთან გაივლის. როგორც დოქტორმა კუგატმა თქვა, მოედანზე დროულად დაბრუნება თავად ფეხბურთელზეა დამოკიდებული, რადგან აუცილებელია "არ გატყდომა" და ბრძოლა გამარჯვებისთვის. დავიდი კი, ჯერ–ჯერობით ამას აკეთებს და იმედია ასეც გააგრძელებს.







ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]