კეიტა მალის წლის სპორტსმენია

კეიტა მალის წლის სპორტსმენია

კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი სეიდუ კეიტა, დასახელებულ იქნა მალის წლის სპორტსმენად. 31 წლის ფეხბურთელმა სპეციალური პრიზი მიიღო. დაჯილდოვების ცერემონია მალის დედაქალაქ ბამაკოში გაიმართა.

 

შეგახსენებთ, რომ კეიტამ, უკვე თითქმის გასულ წელს, "ბარსელონასთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, ესპანეთის პრიმერა დივიზიონი და ესპანეთის სუპერთასი მოიგო. მართალია, იგი ხშირად არ ხვდებოდა ძირითად შემადგენლობაში, თუმცა მაინც ეძლეოდა რაღაცა რაოდენობის სათამაშო დრო უმეტესობა მატჩებში.

 

ასევე გეტყვით, რომ სეიდუ, რომელიც უკვე გარანტირებულად გადავა "მილანში" ზაფხულში, მოხვდა აფრიკის 2011 წლის სამ საუკეთესო ფეხბურთელში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.