მესი არგენტინის წლის სპორტსმენია
ლიონელ მესი დასახელებულ იქნა არგენტინის წლის საუკეთესო სპორტსმენად. 24 წლის ფეხბურთელმა ეს ჯილდო თავისი კარიერის მანძილზე პირველად მოიპოვა. როგორც მოგეხსენებათ, ლეომ კატალონიის "ბარსელონასთან" ერთად წელს ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის პრიმერა დივიზიონი, ესპანეთის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო და ნამდვილად დამსახურებულადაც იქნა დასახელებული საუკეთესოდ საკუთარ ქვეყანაში. ასევე იმაშიც არ ეპარება ბევრს ეჭვი, რომ სწორედ იგი მოიგებს "ოქროს ბურთს".
"ძალიან გახარებული ვარ. ამ პრიზის აღება ჩემთვის დიდი პატიცია. მსოფლიოს მასშტაბით ბევრი რამ მაქვს მოგებული, თუმცა ეს არგენტინაში პირველი ჯილდოა და ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს. იმედია ნაკრებთან ერთადაც მივაღწევ წარმატებას." –ციტირებს მესის სიტყვებს Reuters.
შეხსენებისთვის გეტყვით, რომ ეს ჯილდო სამხრეთ ამერიკულ ქვეყანაში 1954 წლიდან არსებობს. შარშან მისი მფლობელი ლუსიანა აიმარი გახდა, რომელიც ბალახის ჰოკეის თამაშობს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]