ჟეფრენი გულშემატკივრების კითხვებს პასუხობს

ჟეფრენი გულშემატკივრების კითხვებს პასუხობს


”ბარსელონას” ყოფილმა და ამჟამად ლისაბონის ”სპორტინგის” ფეხბურთელმა, ჟეფრენ სუარესმა ”sport.es”-ის მომხმარებლების კითხვებს უპახუსა.

 - როგორ აფასებთ ლა მასიაში ყოფნას?

 - მე ნამდვილად კარგი გამოცდილება მივიღე. მე ვისწავლე თუ როგორი ადამიანი უნდა იყო და ესაა მთავარი, რასაც ლა მასიაში ასწავლიან. ეს დაუვიწყარი წლები იყო.

 - ვინაა შენთვის საუკეთესო ფეხბურთელი პორტუგალიის ჩემპიონატში?

 - ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ”პორტუელი” ჰალკი. ის ძალიან ძლიერია, მაგრამ იმედი მაქვს 7 იანვარს ის სუსტად იქნება, როცა ჩვენ მათ შევხვდებით ჩემპიონატის მატჩში.

 - ”ბარსელონას” თამაშებს კვლავ უყურებ?

 - რა თქმა უნდა. ძალიან მომწონს ყოფილი თანაგუნდელების ცქერა, რომლებიც ასეთ დონეზე ასპარეზობენ. ვცდილობ ყველა მატჩს ვუყურო.

 - ”ბარსელონაში” დაბრუნება გსურს?

 - ახლა მხოლოდ იმ კლუბზე ვფიქრობ, სადაც ვთამაშობ. ხელშეკრულება 5 წლით მაქვს გაფორმებული და სხვა რამეზე ვერ ვფიქრობ. უნდა დავამტკიცო, რომ ბევრი შემიძლია. თუკი რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნების წინადადება მომივა თვალდახუჭული დავბრუნდები.

 - მხარი როგორ გაქვთ?

 - სრულად გამოვჯანმრთელდი, თუმცა ხანდახან ძილში მახსენდება ძველი პრობლემები.

 - ყველაზე მეტად რა მოგწონს ლისაბონში და რა არ გყოფნის ბარსელონადან?

 - ლისაბონში შემიყვარდა ძველი და ახალი უბანი. ბარსელონაში კი სასიამოვნო მოგონებები დამრჩა.

 - ”ბარსელონასთან” ერთად მოგებული ტიტულებიდან შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რომელია?

 - 2009 წელს მოგებული მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. იმ დღეს კლუბის ისტორიაში ჩვენი სახელები ჩავწერეთ. მაშინ მე გუნდის წევრი ვიყავი.

 - ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ ”ბარსელონაში”?

 - ჩემი გოლი ელ კლასიკოში, რომელშიც 5:0 გავიმარჯვეთ.

 - ვიცი რომ ”უდინეზეში” თამაშს გთავაზობდნენ, რატომ არ დათანხმდით?

 - რადგან იტალიურ ფეხბურთს ვერ შევეგუები.

 - ვინ იყო ”ბარსელონას” გასახდელის ლიდერი და იყავით თუ არა ჯგუფებად დაყოფილი (ბრაზილიელები, კატალონიელები...)?

 - გასახდელში არავითარი ჯგუფები არ იყო. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს განასხვავებს ”ბარსას” სხვა გუნდებისგან.

 - რაზე უნდა თქვას უარი ფეხბურთელმა, რომ წარმატებული გახდეს?

 - ის მზად უნდა იყოს ოჯახისგან და ქვეყნისგან შორს წასასვლელად.

 - დაასახელი შენი საყვარელი ფეხბურთელები...

 - ჩავი, მესი და ინიესტა.

 - რომელს მისცემდი ოქროს ბურთს?

 - მესის.

 - გინდა რომ შენმა შვილებმა ოდესმე ”ბარსელონაში” ითამაშონ?

 - დიახ, მე ბედნიერი ვიქნებოდი.

 - რა განსხვავებაა ”სპორტინგისა” და ”ბარსელონას” ვარჯიშებს შორის?

 - ”ბარსელონაში” დიდი დრო ბურთთან ერთად ვარჯიშს ეთმობა, ვიდრე ფიზიკურს. ”სპორტინში” კი პირიქით.

 - გვარდიოლამ იმედები გაგიცრუა?

 - რა თქმა უნდა არა. მე ვაფასებ მასთან ერთად გატარებულ სამუშაოს და მადლობას ვუცდი იმის გამო, რაც გავხდი.

 - კანარის კუნძულის ნაკრების შემადგნელობაში ითამაშებ?

 - დიახ, მე ყოველ ახალ წელს ვთამაშობ.

 - რას სთხოვ თოვლის ბაბუას ახალ წელს?

 - მე მსურს, რომ 2012 წელს ტრავმები არ მქონდეს და მაშინ შევძლებ დამტკიცებას, თუ ვინ ვარ სინამდვილეში.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.