მესის ინტერვიუ
თანაგუნდელები და ასევე არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ალფიო ბასილეც ფიფას პრემიის ფავორიტად მესის მიიჩნევენ, მაგრამ მესის ამის არ სჯერა. მესი ყველანაირად ცდილობს თავი აარიდოს ამ საკითხთან დაკავშირებულ კითხვებს და აცხადებს: "ამჟამად მე მხოლოდ ნაკრებზე ვფიქრობ”.
-რას ფიქრობ იმაზე, რომ შენ წარდგენილი ხარ ფიფას ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მოსაპოვებლად და ასევე ოქროს ბურთზე?
"არაფერს განსაკუთრებულს არ ვგრძნობ. რა თქმა უნდა ეს სასიამოვნოა, მაგრამ მე ამჟამად მხოლოდ ნაკრებზე ვფიქრობ”.
-აქ, საკუთარ სახლთან ახლოს, ხშირად ლაპარაკობთ ხოლმე ესპანეთის ჩემპიონატზე "ატლეტიკოს” და "რეალის” ფეხბურთელებთან?
"სიმართლე გითრათ ამ თემაზე თითქმის არ ვლაპარაკობთ. ჩვენ უფრო სხვა თემებზე ვლაპარაკობთ, ასევე ვუსმენთ მუსიკას და ვთამაშობთ "ფლეისთეიშენს”.
-შენ ახლა ფორმის პიკზე იმყოფები…
"არ ვიცი. ვცდილობ შევიძინო გამოცდილება, რათა შემდეგ განვვითარდე. ვცდილობ ავითვისო ყველაფერი, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთდებდი. მე ჯერ კიდევ ბევრი მაქვს წინ”.
-როგორ განვითარდება მოვლენები "ბარსელონასთვის” ამ სეზონში?
"მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ბევრს მივაღწევთ. ჩვენ შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს და ყველას სჯერა ამ გუნდის”.
-შენ დღესდღეობით პიჩიჩის ყველაზე რეალური კანდიდატი ხარ…
"არ მეგონა, თუ დროის ასე მცირე მონაკვეთში ამდენ ბურთს გავიტანდი და ეს შესანიშნავია. მაგრამ არიან სხვა პრეტენდენტები და მათ ბევრი შესაძლებლობა მიეცემათ ამ ტიტულის მოსაპოვებლად. მე ამას მშვიდად ვუყურებ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა ყველა თამაშში სამი ქულა მოიპოვოს”.
წყარო: www.barcamania.ru
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]