ადრიანო: ”ახლა საუკეთესო ფორმაში ვარ”
”ბარსელონას” ბრაზილიელი ლატარელი, ადრიანო, რომელმაც უკვე ზედიზედ 9 შეხვედრა ჩაატარა ძირითად შემადგენლობაში სამეფო თასის ფინალისთვის ისეთივე კარგ ფორმაში ყოფნას გეგმავს, როგორშიც ახლაა და იმედი აქვს, რომ გუნდს ტიტულის მოგებაში დაეხმარება.
პრეს-კონფერენციაზე ადრიანომ განაცხადა, რომ ახლა საუკეთესო ფორმაშია მას შემდეგ, რაც 2010 წელს ის ”ბარსელონაში” გადავიდა. ბოლო დროს გვარდიოლას გუნდში ხშირი ტრავმების გამო ადრიანომ ძირითადში მოიკიდა ფეხი. ამ საკითხზე მან განაცხადა: ”ახლა საუკეთესო ფორმაში. ეს ძალიან მომწონს. მე ყოველთვის ვმუშაობდი და ვცდიოლობდი, რომ ამ დონეზე გავსულიყავი. მუშაობას ახლაც ასე გავაგრძელებ”.
მიზანი სამეფო თასი
ფეხბურთელს იმედი აქვს, რომ ფორმას შეინარჩუნებს და თასის ფინალში ასეთივე დონეზე ითამაშებს: ”ბედნიერი ვარ და იმედი მაქვს, რომ თასის ფინალამდე ფორმას შევინარჩუნებ. ჩვენ სეზონის დადებით ნოტაზე დასრულება გვსურს”. ადრიანომ ასევე განაცხადა, რომ თასის ფინალში გამარჯვება ამჟამად მთავარი მიზანია და არ აქცვეს ყურადღებას იმას, რომ გუნდმა ვერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა. ”ჩვენ ამ ტიტულის მოგება გვარდიოლასთვის გვსურს”.
მომავალი
რაც შეეხება მომავალს, ლატარელმა განაცხადა, რომ კარიერის გაგრძელება ”ბარსაში” სურს. ”მე წინადადებები არ მქონია. ძალიან მომწონს ”ბარსაში” თამაში. კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით მაკავშირებს და აქ ყველაფერი მაწყობს. მე კიდევ ბევრი რამ მაქვს კლუბისთვის გასაკეთებელი” - დაასრულა ადრიანომ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]