ჩავი, მსოფლიოს საუკეთესო გამთამაშებელი ზედიზედ მეოთხედ
”ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი, ჩავი ერნანდესი ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ თამაშის საუკეთესო კონსტრუქტორად დაასახელა უკვე მეოთხე წელია ზედიზედ.
ჩავიმ გამოკითხვაში, რომელშიც მონაწილეობა 81 ქვეყნის ჟურნალისტებმა და ექსპერტებმა მიიღეს თანაგუნდელებს, არგენტინელ ლეო მესის და ესპანელ ანდრეს ინიესტას აჯობა, რომლებმაც მეორე და მესამე პოზიციები დაიკავეს. მეოთხე პოზიცია გერმანიის ნაკრებისა და მადრიდის ”რეალის” ფეხბურთელს, მესუთ იოზილს ერგო.
2011 წლის საუკეთესო 16-ეულში 13 ევროპელი და 3 სამხერთ ამერიკელი მოხვდა. 16 ფეხბურთელში 10 სხვადასხვა ეროვნებისაა, რომელთა შორის 5 ესპანელი, 2 არგენტინელი და 2 გერმანელია.
საუკეთესო 16-ეულში მყოფი ყველა ფეხბურთელი ევროპის წამყვან 5 ლიგაში თამაშობს: ესპანეთი (7), ინგლისი (3), იტალია (3), გერმანია (2) და საფრანგეთი (1).
ჩავი და მესი ჯილდოებს ”ოქროს ბურთის” დაჯილდოების დროს, ციურიხში, 9 იანვარს მიიღებენ.
გთავაზობთ საუკეთესო 16 გამთამაშებელს:
1. ჩავი ერნანდესი (ესპანეთი/”ბარსელონა”) - 232 ქულა
2. ლეო მესი (არგენტინა/”ბარსელონა”) - 147
3. ანდრეს ინიესტა (ესპანეთი/”ბარსელონა”) - 110
4. მესუთ იოზილი (გერმანია/”რეალი”) - 59
5. კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია/”რეალი”) - 47
6. დავიდ სილვა (ესპანეთი/”მანჩესტერ სიტი”) - 31
7. უესლი სნეიდერი (ჰოლანდია/”ინტერი”) - 22
8. ხაბიერ ალონსო (ესპანეთი/”რეალი”) - 19
9. დიეგო ფორლანი (ურუგვაი/”ინტერი”) - 17
10. სესკ ფაბრეგასი (ესპანეთი/”ბარსელონა”) - 15
11. ანდრეა პირლო (იტალია/”იუვენტუსი”) - 15
12. ფრანკ რიბერი (საფრანგეთი/”ბაიერნი”) - 10
13. ბასტიან შვაინშტაიგერი (გერმანია/”ბაიერნი”) - 9
14. ლუკა მოდრიჩი (ხორვატია/”ტოტენჰემი”) - 8
15. ფრენკ ლემპარდი (ინგლისი/”ჩელსი) - 5
16. ხავიერ პასტორე (არგენტინა/”პსჟ”) - 5
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]