ლიონელ მესი წლის საუკეთესო გამთამაშებელი და ბომბარდირია

ლიონელ მესი წლის საუკეთესო გამთამაშებელი და ბომბარდირია

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2017 წლის შედეგები გამოაქვეყნა, რომელშიც "ბარსელონას" წარმომადგენლები დომინირებენ.

წლის საუკეთესო გამთამაშებლად, ზედიზედ მესამედ, ლიონელ მესი დასახელდა. მან 247 ქულა მოაგროვა და მე-2 ადგილზე 90 ქულით გასული ტონი კროოსი დიდი სხვაობით ჩამოიტოვა. 29 ქულით მე-7 ადგილზე გავიდა ანდრეს ინიესტა.

IFFHS წლის საუკეთესო გამთამაშებელს 2006 წლიდან ავლენს. 2008, 2009, 2010 და 2011 წლებში ეს ჯილდო ჩავი ერნანდესმა მოიგო, ხოლო 2012 და 2013 წლებში - ანდრეს ინიესტამ. ამრიგად, 12 წლის განმავლობაში, 9-ჯერ საუკეთესოდ "ბარსელონას" წარმომადგენლები დასახელდნენ.

მესი გახდა წლის საუკეთესო ბომბარდირიც. ქვეყნის ჩემპიონატში მან 37 გოლი გაიტანა და მეორეადგილოსან ედინსონ კავანის 2 ბურთით აჯობა. 29 გოლით მე-6 ადგილზეა ლუის სუარესი.

მესიმ ეს ჯილდო მესამედ მოიგო, რაც ახალი რეკორდია. არგენტინელს, აქამდე, წლის საუკეთესო ბომბარდირის წოდება 2012 და 2013 წლებში ჰქონდა მოგებული.

"ბარსელონელმა" გაიმარჯვა წლის საუკეთესო ქალი გამთამაშებლის ნომინაციაშიც. ლიეკე მარტენსმა 165 ქულა მოაგროვა და უახლოეს მდევარს 67 ქულით აჯობა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 11 დეკემბერი 2017 13:48
    0
    სამაგიქროდ ოქროს ბურთი წლის საუკეთესო პიდარასტს გადასცეს
    donSergio
    სტუმარი [?]
    #1 11 დეკემბერი 2017 13:09
    0
    Sauketeso klubi yvlafershi sauketesoa