მესიმ გუნდთან ერთად ივარჯიშა

მესიმ გუნდთან ერთად ივარჯიშა


არგენტინელი ბარსელონაში ორშაბათს დაბრუნდა და თანაგუნდელებს ვარჯიშზე სამშაბათს შეუერთდა. გუნდთან ერთად ვარჯიშობდა ”ბარსა ბ”-ს 7 ფეხბურთელი.

ლეო მესის დაუბრუნდა ნორმალურ ცხოვრებას. სამშაბათს დილით ის ვარჯიშზე თანაგუნდელებს შეუერთდა. გუშინ მან ბარსელონაში დაბრუნების შემდეგ განცალკევებით ივარჯიშა. პეპ გვარდიოლას, რომელიც ვარჯიშის წინ ესაუბრა მესის ახლა ყველა ის ფეხბურთელი ჰყავს, რომლებიც ტრავმირებულები არ არიან.

”ბარსა ბ”-ს 7 ფეხბურთელი

საერთო ჯამში სესიაზე 25 ფეხბურთელი იმყოფებოდა, 18 პირველი გუნდის წევრი და 7 სარეზერვოსი (მონტოია, კუენკა, სორიანო, დოს სანტოსი, რაფინია, სერხი რობერტო და ტელიო). ერიკ აბიდალი, რომელიც გუშინ დარბაზში ვარჯიშობდა თანაგუნდელებს შეუერთდა. გუნდის ამჟამად მხოლოდ 2 ფეხბურთელი აკლია. ესენი სერიოზულად დაშავაბულები, იბრაჰიმ აფელაი და დავიდ ვილია არიან.

ხოსე მანუელ პინტოს ვარჯიშის დაწყების წინ გუნდი აპლოდისმენტებით შეხვდა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ 33 წლის კიპერი გუნდში კიდევ ერთი წლით დარჩება.

გუნდი ვარჯიშს ხვალ დილით დაუბრუნდება. ეს იქნება ფინალური სესია ”ოსასუნასთან” გასამართ მატჩამდე.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.