გვარდიოლა: ”მატჩი ”ესპანიოლთან” ”ბერნაბეუზე” ვიზიტის ტოლფასია”

გვარდიოლა: ”მატჩი ”ესპანიოლთან” ”ბერნაბეუზე” ვიზიტის ტოლფასია”


”ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა დარწმუნებულია, რომ პრიმერას 18-ე ტურის მატჩში მის გუნდს რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ესპანეთის ჩემპიონს ”ესპანიოლთან” თამაში უწევს.

ვფიქრობ, რომ ”ესპანიოლთან” მატჩი ”სანტიაგო ბერნაბეუზე” ვიზიტის ტოლფასია ან ”სევილიასთან” და ”ატლეტიკოსთან” გასვლითი მატჩების. კატალონიურ დერბიში ადვილი გასეირნება არ გველის” - განაცხადა გვარდიოლამ.

”ესპანიოლთან” მატჩები ”ბარსასთვის” ყოველთვის დაძაბული გამოდიოდა. ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რომ მაურისიო პოტეჩინოს გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ პრინციპულ მეტოქესთან სამი ქულა აიღოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.