ჩავი:"ძალიან გამიჭირდება "ოქროს ბურთის" მოგება"
კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი, ჩავი ერნანდესი თვლის, რომ მას ძალიან გაუჭირდება "ოქროს ბურთის" მოგება, რადგან მისი კონკურენტი არგენტინელი ლიონელ მესია, რომელსაც იგი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ თვლის. მე-3 პრეტენდენტი ამ პრიზის მოგების, არის კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ციურიხში არ ჩასულა:
" ძალიან გამიჭირდება "ოქროს ბურთის" მოგება, რადგან მას ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იმსახურებს. მე იღბლიანი ვარ, რომ უკვე უამრავი წელია ამ გნდში ვთამაშობ და პეპ გვარდიოლასთან და ლიონელ მესისთან ერთად მიწევს მუშაობა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ "ბარსას" შემადგენლობაში კიდევ დიდი ხანი წარმატებით ვითამაშო," განაცხადა ჩავი ერნანდესმა.
ცნობისთვის ბოლო ორი წლის განმავლობაში "ოქროს ბურთს", ლიონელ მესი არავის უთმობს, ხოლო კრიშტიანუ რონალდუმ ამ ჯილდოს მოგება 3 წლის წინათ, "მანჩესტერში" ასპარეზობის დროს მოახერხა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]