პუიოლი: "მესიმ "ოქროს ბურთის" მოგება დაიმსახურა"
"ბარსელონას" ლეგენდამ, კარლეს პუიოლმა ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ არგენტინელმა თავდამსხმელმა "ოქროს ბურთის" მოგება დაიმსახურა.
"არ ვიცი ვინ გაიმარჯვებს, მაგრამ ჩემი აზრით ლეომ ამ პრიზის მოგება დაიმსახურა. ის მსოფლიოში საუკეთესოა და ალბათ ისტორიაშიც. დღითიდღე უკეთესი ხდება, კვლავ იზრდება და გამარჯვება სწყურია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვფიქრობ, რომ მესი მეხუთე "ოქროს ბურთს" მოიგებს. ხუთი კარგი რიცხვია, ეს რიცხვი ყოველთვის მომწონდა (პუიოლი "ბარსელონაში ხუთნომრიანი მაისურით ასპარეზობდა), ამიტომ მოხარული ვიქნები თუ ეს მოხდება, ის ამას იმსახურებს. რონალდუ და ნეიმარი დიდებული მოთამაშეები არიან, მაგრამ ლეო, ჩემთვის, ყველაზე წინაა." – ციტირებს პუიოლის სიტყვებს Omnisport.
აქვე შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესისთან ერთად "ოქროს ბურთისთვის" ნეიმარ ჟუნიორი და კრიშტიანუ რონალდუ იბრძვიან. დაჯილდოება 11 იანვარს, ციურიხში გაიმართება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]