ავირჩიოთ წლის საუკეთესო მწერალი
ზედიზედ მეორედ, ჩვენი საიტი წლის საუკეთესო მწერლის გამოვლენას იწყებს.
ერთი წლის წინანდელის მსგავსად, საუკეთერო მწერლის გამოვლენის სისტემა შემდეგია: კონკურსში მონაწილეობას ღებულობენ გასული კალენდარული წლის განმავლობაში, თვის საუკეთესო მწერლებად დასახელებული მომხმარებლები. კონკურსი შედგება 2 ნაწილისგან: 1. საიტის მომხმარებლები ირჩევენ საკუთარ რჩეულს; 2. სამკაციანი ჟიური ირჩევს თავის რჩეულს.
სულ თამაშდება 5 ხმა. აქედან 2 ხმა შეხვდება საიტის მომხმარებელთა რჩეულს. ჟიურის თითო წევრს თითო ხნის უფლება აქვს. ხმების გაყოფის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ჟიურის რჩეულს. ასეთი გადაწყვეტილება იმიტომ იქნა მიღებული, რომ დავიცვათ ბალანსი მომხმარებლებისა და ჟიურის არჩევანს შორის.
წინა გათამაშების მსგავსად, პრიზი კვლავ "ბარსელონას" ორიგინალი ფორმაა, კლუბის ოფიციალური მაღაზიიდან გამოწერით, სასურველი წარწერის გაკეთებით.
აქვე გვსურს გაცნობოთ, რომ ამირეიდან, თვის საუკეთესო მწერლები აღარ დაჯილდოვდებიან. ისინი უბრალოდ დაფიქსირდებიან, როგორც თვის საუკეთესო მწერლები და მონაწილეობას მიიღებენ წლის ბოლოს გამართულ კონკურსში.
გამოკითხვა გაგრძელდება მომდევნო 2 კვირის განმავლობაში - 24 იანვრის ღამის 12 საათამდე.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]