პირველი ვარჯიში კეიტას გარეშე
”ბარსელონამ” სამშაბათს ვარჯიში განაახლა. სესიაზე მწყობრში მყოფი ყველა ფეხბურთელი იმყოფებოდა, გამონაკლისი არის სეიდუ კეიტა, რომელიც აფრიკის თასზე სათამაშოდ გაემგზავრა.
სეიდუ კეიტა ერთადერთი დანაკლისი იყო დღევანდელ ვარჯიშზე. ის ამჟამად მალის ნაკრებთან ერთად იმყოფება და ემზადება აფრიკის თასის გათამაშებისთვის, რომელიც 21 იანვარს დაიწყება გაბონსა და ეკვატორულ გვინეაში. მისი დაბრუნება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ ისაპარეზებს მალი ტურნირზე. კეიტას ნაკრები განის, ბოცვანის და ეკვატორულ გვინეის ნაკრებებთან მოხვდა ჯგუფშჳ.
კუენკასა და მარკესთან ერთად
სესიაზე ის ფეხბურთელებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც გუშინ ციურიხში იყვნენ დაჯილდოვებაზე. თანაგუნდელები მათ აოლოდისმენტებით შეხვდნენ ვარჯიშზე. სესიაზე ასევე იმყოფებოდა ისააკ კუენკა და ”ბარსას” ყოფილი ფეხბურთელი, რაფა მარკესი.
”ოსასუნასთან” მატჩამდე გუნდი ფინალურ ვარჯიშს ოთხშაბათს გამართავს. სამეფო თასის 1/8 ფინალური მატჩი 12 იანვარს, ადგილობრივი დროით 22 საათზე გაიმართება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]