სეიდუ კეიტა დროებით "ბარსელონაში" ივარჯიშებს
მალის ეროვნული ნაკრებისა და ჩინური "დალიან აერბინის" ფეხბურთელი, სეიდუ კეიტა დროებით თავის ძველ კლუბში, "ბარსელონაში" დაბრუნდა. მას ჩინურმა კლუბმა უფლება მისცა, რათა კატალონიურ გუნდში ევარჯიშა და მომზადებულიყო აფრიკის ერთა თასისთვის, რომელიც 21 იანვარს გაიმართება გაბონსა და ეკვატორულ გვინეაში. შეგახსენებთ, რომ ადრე "ბარსამ" რაფაელ მარკესსაც მისცა ვარჯიშის უფლება, რომელიც "ბლაუგრანადან" "ნიუ იორკ რედ ბულსში" გადავიდა.
როგორც იცით, ჩინეთის სუპერ ლიგა კალენდრული წლით იმართება და შობის პერიოდში მათ გრძელვადიანი შესვენება აქვთ. სეიდუს გუნდმა მეხუთე პოზიციაზე დაასრულა ჩემპიონატი, რომელიც მარტში აიღებს სტარტს.
სეიდუ კეიტა კატალონიის "ბარსელონაში" 2008 წელს გვარდიოლასთან ერთად მოვიდა და 4 წელი იყო პირველი გუნდის წევრი. მალელმა ფეხბურთელმა შესაძლო 19 ტიტულიდან 14 მოიგო და 2012 წელს გადავიდა "დალიან აერბინიში".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]