"პსჟ" მაქსველით დაინტერესდა

"პსჟ" მაქსველით დაინტერესდა

კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელი მცველით, მაქსველით დაინტერესებულია ფრანგული "პსჟ". ფრანგები ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დაცვის გაძლიერებას გეგმავენ და თავლი მაქსველსაც დაადგეს. ეს ინფორმაცია ფრანგულმა პრესამ დღეს გაავრცელა.

 

ბრაზილიელი "ბარსელონაში" 2009 წელს მილანის "ინტერიდან" გადავიდა. მანამდე მაქსველი ამსტერდამის "აიაქსშიც" ასპარეზობდა. 30 წლის მცველმა ამ სეზონში ლა ლიგაში სულ რაღაც 7 მატჩი ჩაატარა და 4 შეხვედრა ძირიტადშიც დაიწყო.

 

ცნობისთვის "პსჟ" მიმდინარე სეზონში შესანიშნავად გამოიყურება. პარიზელები პირველ ადგილზე იმყოფებიან და უშუალო კონკურენტს 3 ქულით უსწრებენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.