"ბარსელონა" "ბენფიკას" მცველით დაინტერესდა
"ბარსელონა" ლისაბონის "ბენფიკას" მცველის, ვიქტორ ნილსონ-ლინდელოფის მომსახურებით დაინტერესდა, იტყობინება O Jogo.
თუ კატალონიური კლუბი შვედი ფეხბურთელის შეძენას შეეცდება, მაშინ მის გამო "მანჩესტერ იუნაიტედთან" ბრძოლა მოუწევს, რომელსაც ასევე სურს ფეხბურთელის გადაბირება. ინგლისურ გრანდს ლინდელოფის შეძენა ჯერ კიდევ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე სურდა.
ესპანურმა პრესამ უკვე არაერთხელ დაწერა, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერები" შემდეგ სეზონში დაცვის გაძლიერებას აპირებენ.
პორტუგალიის ჩემპიონატის 20 ტურის ჯამით, ლინდელოფმა 19 მატჩი ჩაატარა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]