2011 წელი-"ბარსელონა"3:1"რეალი"(I ნაწილი)
ამ სტატიაში 2011 წელს გამართულ ყველა "ელ კლასიკოზე" გესაუბრებით. 2011 წელს ეს ორი გუნდი ერთმანეთს შვიდჯერ დაუპირისპირდნენ. აქედან სამში გამარჯვება "ბლაუგრანელებმა" შეძლეს. სამეფო გუნდის ფეხბურთელებმა კი მხოლოდ ერთ მატჩში მოახერხეს "ბარსელონას" დამარცხება. დანარჩენი თამაშები კი ფრედ დასრულდა. ამ სტატიას ორ ნაწილად შემოგთავაზებთ.
16 აპრილი("ლა ლიგა") "რეალი"1:1"ბარსელონა"

ეს მატჩი, როგორც ყველა "ელ კლასიკო", ძალზედ დაძაბული იყო. ორივე გუნდის ფეხბურთელები უხეშობდნენ და გოლებიც სწორედ თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გაიტანეს ჯერ მესიმ და შემდეგ რონალდომ. აშკარა უპირატესობას არც ერთი გუნდი არ ფლობდა, ორივე გუნდს საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტი ჰქონდათ.
მატჩის ვიდეო
[media=http://www.youtube.com/watch?v=Tz8LDmdDSyI]
20 აპრილი(ესპანეთის თასის ფინალი) "ბარსელონა" 0:1 "რეალი"

ეს იყო ერთადერთი მატჩი 2011 წელს, რომელშიც "ბარსელონა" "რეალთან" დამარცხდა. ესპანეთის თასის ფინალი დაძაბული და საინტერესო იყო. იმის მიუხედავად, რომ "ბლაუგრანელებმა" 0:1 წააგეს, მათაც შესძლეს გოლის გატანა, რომელიც არ ჩაითვალა, რადგან გოლის ავტორი, პედრო როდრიგესი პასის გადაცემის მომენტში თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. გადამწყვეტი გოლის გატანა კრისტიანო რონალდომ მეორე დამატებით ტაიმში დი მარიას ჩაწოდების შემდეგ, თავური დარტყმით შეძლო.
მატჩის ვიდეო
[media=http://www.youtube.com/watch?v=2cjPC3u8B6Y]
27 აპრილი(ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი, პირველი მატჩი) "რეალი" 0:2" ბარსელონა

"ჩემპიონთა ლიგის" ნახევარფინალში ერთმანეთს "რეალი" და "ბარსელონა" დაუპირისპირდნენ. პირველი მატჩი "ბერნაბეუზე" გაიმართა, სადაც ლიონელ მესის დუბლის წყალობით კატალონიელებმა სამეფო გუნდს სძლიეს, ანგარიშით 0:2. სანამ გოლი გავიდოდა პირველი ტაიმის დასრულებისას ატყდა ტრადიციული ჩხუბი ფეხბურთელებს შორის, სადაც გამორჩეული ფიგურა ხოსე მანუელ პინტო იყო. მსაჯმა იგი მოედნიდან გააძევა, უფრო სწორედ იგი სათადარიგო სკამებიდან გააძევა. მოედანზე არეულობა კიდევ ერთხელ მოხდა. ამჯერად მთავარი ფიგურა "რეალის" მცველი პეპე იყო. მან დანიელ ალვესს გაშლილი ფეხი ჩაარტყა, რის გამოც დაისაჯა და მთავარმა არბიტრმა იგი მოედნიდან გააძევა. ამის გაპროტესტება მოურინიომ სცადა, რის გამოც სათადარიგოთა სკამებიდან მაყურებლისაკენ გადაინაცვლა და იქიდან უცქერდა თავისი გუნდის თამაშს. მეორე ტაიმში აფელაის აქტიურობის შედეგად მესიმ ჩაწოდებულ ბურთს ფეხი მიარტყა და კასილასს ფეხებს შორის გაუძვრინა. მეორე გოლი კი ნამდვილი შედევრი იყო. ბუსკეტსის ერთი უბრალო პასი და მესი დაიძრა. მან რამდენიმე ფეხბურთელი მოატყუა, დაარტყა და კასილასი ამჯერადაც უძლური გახლდათ.
მატჩის ვიდეო
[media=http://www.youtube.com/watch?v=b-62RgwiZus]
3 მარტი(ჩეპიონთა ლიგის ნახევარფინალი, განმეორებითი მატჩი) "ბარსელონა 1:1 "რეალი"

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, როგორც მოგეხსენებათ, "ელ კლასიკო" შედგა. პირველ მატჩში "ბარსელონამ" ბერნაბეუზე" რეალს" სძლია, ანგარიშით 0:2. მეორე მატჩი კი ფრედ 1:1 დასრულდა. ამ მატჩში 3 გოლი გავიდა, მაგრამ იგუაინის გოლი არ ჩაითვალა, რადგან გოლის გასვლამდე თამაშის წესის დარღვევა დაფიქსირდა. "ბარსელონა" მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ფეხბურთელებმა მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლეს. პედრო როდრიგესმა ინიესატს პასის შემდეგ კასილასს შანსი არ დაუტოვა. "რეალის" ფეხბურთელებმა კატალონიელთა კარის მიმართულებით, მხოლოდ სამჯერ დაარტყეს, აქედან ერთი წავიდა კარში, ერთი მოხვდა ძელს და ერთიც აცდა ვალდესის კარს. იმ დარტყმის აღება, რომელიც კატალონიელთა კარში წავიდა, ვალდესმა ვერ მოახერხა. მაშასადამე ანგარიში გათანაბრდა. გოლის ავტორი კი მარსელოა. თამაში ფრედ 1:1 დასრულდა, რაც სრულიად საკმარისი აღმოჩნდა "ბლაუგრანელებისთვის" ფინალში მოსახვედრად.
მატჩის ვიდეო
[media=http://www.youtube.com/watch?v=dt4lJAQ3GCE]
მატჩის შემდეგ "ბარსას" ფეხბურთელებმა გამარჯვება აღნიშნეს
[media=http://www.youtube.com/watch?v=z8s-N7ITKIM]
გაგრძელება იქნება...
ავტორი: მიშო იოსავა
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]