”რეალის” სერიოზული დანაკლისები
”რეალის” გულშემატკივრებს ჯერ არც კი გახარებიათ ანხელ დი მარიას დაბრუნება და ფეხბურთელი კვლავ ლაზარეთში აღმოჩნდა.
მადრიდული გამოცამა, ”მარკას” ინფორმაციით გუნდის გუშინდელ ვარჯიშზე დი მარიამ ახალი ტრავმა მიიღო და ხვალ, ”სანტიაგო ბერნაბეუზე” ვერ ითამაშებს. ანხელი განმეორებითი მატჩისთვის დაბრუნებას შეეცდება.
დი მარიას გარდა კლასიკოს გამოტოვების საფრთხე ემუქრება პეპეს, რომელსაც ბარძაყის კუნთი აწუხებს.
მეორე მადრიდული გამოცემა, ”ასი” დი მარიას ტრავმაზე ინფორმაციას არ ავრცელებს. მეტიც, მათი ცნობით ანხელი ხვალ მატჩის განაცხადში იქნება. გამორიცხული არ არის, რომ ჟოზე მოურინიო ”მარკას” მეტოქის დასაბნევად იყენებდეს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]