”ბოლონიას” პრეზიდენტი რივეროლას წასაყვანად ბარსელონაში ჩავიდა

”ბოლონიას” პრეზიდენტი რივეროლას წასაყვანად ბარსელონაში ჩავიდა


იტალიური გუნდი დაინტერესებულია ”ბარსა ბ”-ს ფეხბურთელით, მარტი რივეროლათი. კლუბის პრეზიდენტი თავად ჩავიდა ბარსელონაში, რათა მოლაპარაკება აწარმოოს.

”ბარსა ბ” აგრძელებს ევროპული გუნდების ყურადღების მიპყრობას და უკანასკნელი მათგანი ”ბოლონია” გახდა, რომელსაც ”ბარსელონას” ფილიალიდან ფეხბურთელის წაყვანა სურს. როგორც იტალიური მედია აცხადებს ”ბოლონიას” პრეზიდენტი, ალაბანო გუარალდი და გენერალური დირექტორი, რობერტო სანსი ბარსელონაში ჩავიდნენ, რათა მიაღწიონ მოლაპარაკებას ფეხბურთელის მათ გუნდში ზაფხულში გადაბარგებაზე.

”ბარსა ბ”-ს ფეხბურთელით ”ბოლონია” სერიოზულადაა დაინტერესებული და ამიტომაც იმყოფებიან მოლაპარაკებაზე კლუბის მმართველები.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.