რივეროლა ”ბოლონიაში” გადავა

რივეროლა ”ბოლონიაში” გადავა


იტალიურმა კლუბმა ”ბარსელონასთან” შეთანხმებას მიაღწია იმის თაობაზე, რომ მარტინ რივეროლა ზაფხულში ”ბოლონიაში” გადაბარგდება.

”ბარსელონა ბ”-ს 20 წლის ფეხბურთელის მომავალი ცნობილია. ”ბოლონიას” პრეზიდენტი, ალბანო გუარანდი თავად იყო ჩასული ბარსელონაში, რათა ტრანსფერის დეტალები მოეგვარებინა. მოლაპარაკების დასრულების შემდეგ რადიო ”RAC1”-თან საუბრისას მან დაადასტურა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ (30 ივნისს) რივეროლა ”ბოლონიასთან” 4 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ”ბარსელონასთან” ფეხბურთელს კონტრაქტი ამ წლის ზაფხულში უსრულდება. 1 თვის წინ კლუბის მიერ შეთავაზებული ახალი კონტრაქტი არ მოეწონა არც ფეხბურთელს და არც აგენტს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.