”რეალი” - ”ბარსელონა”, სამეფო თასი - საინტერესო ფაქტები

”რეალი” - ”ბარსელონა”, სამეფო თასი - საინტერესო ფაქტები


ბოლო 13 თვის განმავლობაში მუდმივი მეტოქეები 8-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. თასზე მათი შეხვედრა ბოლოს გასულ სეზონში, სამეფო თასის ფინალში მოხდა.

 - 2010/11 წლის სამეფო თასის ფინალში ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა ”ბარსელონა” დამატებით დროში, კრიშტიანუ რონალდუს გოლით დაამარცხეს.

 - ეს იყო ბოლო 13 თვეში გამართულ 8 კლასიკოდან ერთადერთი, რომელშიც ”რეალმა” მოახერხა გამარჯვება. 4-ჯერ გამარჯვება კატალონიელებმა იზეიმეს, ხოლო 3 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

 - ბოლოს სამეფო თასის 2 მატჩიან დაპირისპირებაში ეს გუნდები 1996/97 წლის სეზონში შეხვდნენ. შემდეგ ეტაპზე ”ბარსელონა” გავიდა. ”ნოუ კამპზე” კატალონიელებმა 3:2 მოიგეს, ხოლო ”სანტიაგო ბერნაბეუზე” მატჩი 1:1 დასრულდა.

 - იმ დროს ჟოზე მოურინიო ”ბარსელონას” მეორე მწვრთნელი იყო, პეპ გვარდიოლა კი გუნდის კაპიტანი.

 - სტატისტიკის მიხედვით თასზე ”რეალის” და ”ბარსას” ძალები თანაბარია. 17 შეხვედრიდან 9 მოგება ”ბარსას” აქვს, 8 ”რეალს”.

 - უხლოესი ბოლო 2 მატჩიანი დაპირისპირებებიდან ჩემპიონთა ლიგაზე და ესპანეთის სუპერთასზე გამარჯვებული ”ბარსელონა” გამოვიდა.

 - ბოლო 9 წლის განმავლობაში ”ბარსამ” თასის 1/4 ფინალამდე 9-ჯერ მიაღწია, ”რეალმა” 5-ჯერ.

 - ამ 1/4 ფინალის გზაზე ”რეალმა” გაანადგურა ”პონფერადინა”, საერთო ჯამში 7:1 და დაამარცხა ”მალაგა” 4:2. ”ბარსამ” გადაუარა ”ოსპიტალეტს” (10:0) და ”ოსასუნას” (6:1).

 - თასის მიმდინარე გათამაშებაში ჟოზე მოურინიომ 26 ფეხბურთელი გამოიყენა. ყველაზე მეტი დრო მოედანზე პეპემ გაატარა - 270 წუთი. 4-ივე შეხვედრაში ითამაშა ტრავმირებულმა სამი ხედირამ.

 - ”ბლანკოსის” საუკეთესო ბომბარდირი ტურნირზე კალეხონია, 3 გატანილი ბურთით.

 - ”ბარსას” ასეთი 6 ფეხბურთელი ჰყავს: მესი, ინიესტა, ტელიო, სესკი, კეუნკა და ტიაგო, რომელთან ანგარიშზეც ორ-ორი გოლია.

 - პინტო ”ბარსელონას” ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც თასის მატჩებში 360 წუთი დაჰყო მოედანზე.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.