სამეფო თასის მე-6 1/2 ფინალი ”ბარსელონასა” და ”ვალენსიას” შორის
უკანასკნელად ”ბარსელონა” და ”ვალენსია” სამეფო თასის 1/2 ფინალში 4 წლის წინ შეხვდნენ. ეს 1/2 ფინალი მე-6 იქნება ამ ორი გუნდის დაპირისპირებით. ბალანსია ასეთია: 3-ჯერ ფინალში ”ბარსა” გავიდა, 2-ჯერ ”ვალენსია”.
წინა შეხვედრები
პირველად ”ბარსელონა” და ”ვალენსია” თასის ფინალში გასასვლელად ერთმანეთს 1941/42 წლის სეზონში დაუპირისპირდა. საერთო ჯამში კატალონიელებმა 5:3 გაიმარჯვეს, მაგრამ ფინალში ”ატლეტიკთან” დამარცხდნენ დამატებით დროში (3:4).
მათი მომდევნო შეხვედრა 6 წლის შემდეგ მოხდა. ამჯერად შემდეგ ეტაპზე ”ვალენსია” გავიდა. სახლში ”ღამურებმა” 3:1 გაიმარჯვეს, ”ნოუ კამპზე” კი კატალონიელებმა 3:2 იმარჯვეს.
1962/63 წლის სეზონში ორივე მატჩი ფრედ დასრულდა - 1:1 და 2:2. მაშინდელი რეგლამენტის თანახმად დაინიშნა დამატებითი დრო, რომელშიც გამარჯვება ”ბარსელონას” დარჩა ვერგესას გოლის წყალობით.
ორი 1/2 ფინალი ბოლო 21 წლის განმავლობაში
იოჰან კრუიფის ”ოცნების გუნდის” პირველი ტიტული 1989/90 სეზონში მოგებული სამეფო თასია. 1/2 ფინალში ”ბარსელონა” ”ვალენსიას” გაცდა. სახლში კატალონიელებმა 2:1 გაიმარჯვეს, გასვლითი მატჩი კი ფრედ, 1:1 დასრულდა.
ბოლოს კი ეს გუნდები 1/2 ფინალში 2007/08 სეზონში შეხვდნენ. პირველ მატჩში რაიკაარდის გუნდმა ”ნოუ კამპზე” ფრედ ითამაშა, ხოლო ”მესტალიაზე” მატჩი მასპინძლების გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]