რობენი:ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ "ბარსას" დონის"
მიუნხენის "ბაიერნის" ჰოლანდიელმა შემტევმა განაცხადა, რომ იგი არ აპირებს კლუბის შეცვლას. ასევე რობენის თქმით მისი გუნდი ჯერ არ არის კატალონიის "ბარსელონას" დონის:
"გუნდიდან წასვლას არ ვაპირებ, რადგანაც ვერ ვხედავ ამის მიზეზს. "ბაიერნი" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. ჩვენ უკვე მწვერვალზე ვიმყოფებით. მე ვერ შევადარებ "ბაიერნს" და "ბარსელონას". ჩვენ ჯერ არ ვართ კატალონიელების დონეზე. ჯერ კიდევ დიდი შრომა მოგვიწევს მათნაირები, რომ ვიყოთ," განაცხადა რობენმა.
ამ სეზონში რობენმა ბუნდელიგაში 8 მატჩი ჩაატარა და 4 გოლის გატანა შეძლო.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]