რობენი: ”ხვალ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ”
”ბაიერნის” ფეხბურთელმა, არიენ რობენმა ”ბარსელონასთან” გასამართი შეხვედრის მოლოდინებზე ისაუბრა, რომელიც ”ნოუ კამპზე” ხვალ გაიმართება.
”ჩვენ ფინალში გასასვლელად ვართ განწყობილები, რაც იმას ნიშნავს, რომ ზუსტად ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც პირველ შეხვედრაში და არა 1 პროცენტით უფრო სუსტად. ყველაზე დიდი შეცდომა იქნება იმაზე ფიქრი, რომ ფინალის საგზური გავინაღდეთ. თუკი არის გუნდი, რომელსაც 4 ბურთის ამოქაჩვა შეუძლია ეს ”ბარსელონაა”. შესაძლოა უფრო კონცენტრირებულად თამაში მოგვიწიოს, ვიდრე პირველ თამაშში, თუმცა იქაც 100 პროცენტით ვთამაშობდით.
ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, ბურთის მომწოდებელი ბავშვებისთვისაც. საერთოდ კი ”ნოუ კამპი” შესანიშნავი სტადიონია წარმოუდგენელი ატმოსფეროთი” - განაცხადა არიენ რობენმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]