ჰლები: "კარიერის საუკეთესო წლები დავკარგე"

ჰლები: "კარიერის საუკეთესო წლები დავკარგე"


30 წლის ბელარუსელმა ნახევარმცველმა, ალექსანდერ გლებმა რომელიც ჯერ კიდევ ბარსას ფეხბურთელია, უკმაყოფილება გამოხატა კატალონიური კლუბის მიმართ და განაცხადა, რომ "ბარსამ" მას საუკეთესო წლები წაართვა. იგი თვლის რომ კლუბი პასუხისმგებელი უნდა იყოს ამაზე. 

"ჩემი ბარსაში გადასვლა იყო ძალიან დიდი შეცდომა. მე ძალიან ნაწყენი და ამასთან გაბრაზებული ვარ, რომ დრო არ მეძლეოდა "ბარსაში სათამაშოდ, ამის გამო კლუბმა ბევრჯერ მოისურვა ჩემი თავიდან მოშორება და განათხოვრება, ამიტომ ფორმა დავკარგე და კარიერის საუკეთესო წლები უაზროდ გავატარე. ვთვლი, რომ "ვოლფსბურგში" დაბრუნება ჩემი კარიერის  უკანსვლა იყო, მიუხედავად ამისა მსურს კარიერა ბუნდესლიგაში გავაგრძელო, რადგან გერმანია ჩემი მეორე სამშობლოა" - განაცხადა ბულარუსელმა ნახევარმცველმა. ფეხბურთელი ასევე ნაწყენია ფეხბურთელების მისდამი დამოკიდებულებაზე, რადგან მისი მოედანზე ყოფნისას მას დიდად ყურადღებას არ აქცევდნენ და პასებსაც იშვიათად ღებულობდა. ხელშეკრულების გათვალისწინებით ჰლები სეზონის ბოლომდე დარჩება "ბარსაში", შემდეგ კი დაიწყებს ახალი კლუბის ძიებას თავისუფალი აგენტის სტატუსით. შეგახსენებთ, რომ ჰლები "ბარსამ" 2008 წელს შეიძინა და მას შემდეგ 19 ჩატარებული მატჩიდან ვერცერთში გოლის გატანა ვერ შეძლო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.