ფაბრეგასი: "კარიერის დასრულება "ბარსელონაში" მსურს"
კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა და მტკიცედ განაცხადა, რომ კარიერის დასრულება მშობლიურ კლუბში სურს, საიდანაც მან ყველაფერი დაიწყო.
ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი გამოთქვამს ერთგულებას კატალონიური კლუბის მიმართ.
"მე ნამდვილად მსურს ჩემი პროფესიონალურ კარიერის დასრულება "კამპ ნოუზე". თავის დროზე მე ძალიან დიდი ძალისხმევა მქონდა, რომ მოვხვედრილიყავი "ბარსელონას" ძირითად გუნდში. მე აქ არ ვიმყოფები იმისთვის, რომ ვითამაშო კიდევ ერთი ან ორი წელი. ჩემი კლუბი დავტოვე 16 წლის ასაკში, ახლა კი დავბრუნდი და ვიცი, რომ კონკურენცია მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელებს უნდა გავუწიო, მაგრამ ეს მე არანაირად არ მაშინებს" - განაცხადა ფაბრეგასმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]