რიკელმე "ბარსამ" და ინიესტამ მოაჯადოვა

რიკელმე "ბარსამ" და ინიესტამ მოაჯადოვა

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი  ნახევარმცველი ხუან რომან რიკელმე მოჯადოებულია ანდრეს ინიესტას თამაშით, ისევე როგორც მთლიანად "ბარსელონათი":

 

"რასაც ინიესტა მოედანზე აკეთებს, სასწაულია. თუ გინდა ნახო მომაჯადოვებელი ფეხბურთი, უყურე ამ ბიჭს."

"

ლურჯ-ბროწეულისფერები ამ დროისათვის საუკეთესოები არიან მსოფლიოში. ჟურნალისტები, ფეხბურთელები, მწვრთნელები ყოველთვის მათზე საუბრობენ, მაგრამ ჯერ გასაღები ვერ უპოვეს "ბარსას"," ციტირებს რიკელმეს სიტყვებს არგენტინული გამოცემა SPORT.

 

ცნობისთვის ვეტერანი არგენტინელი, "ბარსაში" 2002-2005 წლებში თამაშობდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.