რიკელმე: "ინიესტას შეუძლია ის, რისი გაკეთებაც არცერთის ძალებს არ ექვემდებარება"

რიკელმე: "ინიესტას შეუძლია ის, რისი გაკეთებაც არცერთის ძალებს არ ექვემდებარება"

არგენტინული "ბოკა ხუნიორსის" ნახევარმცველმა ხუან რომან რიკელმემ საქებარი სიტყვები არ დაიშურა "ბარსელონას" ესპანელი ფეხბურთელის, ანდრეს ინიესტას მისამართით. რიკელმეს სიტყვებით ინიესტას ბურთთან ერთად გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია. იტყობინება, ესპანური პრესა.

"ბარსელონა" - დიდებული კლუბია, რომლის შემადგენლობაშიც დიდებული ფეხბურთელები გამოდიან. მაგალითად, ერიკ აბიდალი ჩემთვის მუდამ საუკეთესო იყო თავის პოზიციაზე, როდესაც რეგულარულად გამოდიოდა მოედანზე. "ბარსელონა" თამაშობს ისევე, როგორც ამას ვარჯიშზე აკეთებს და ეს დიდ აღფრთოვანებას იწვევს. ინიესტას ახასიათებს ის, რომ მას შეუძლია იმის გაკეთება, რაც არცერთის ძალებს არ ექვემდებარება." - განაცხადა, რიკელმემ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.