ბენზემა: ”არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ”ბარსელონასთან” ბრძოლა შეგვიძლია”

ბენზემა: ”არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ”ბარსელონასთან” ბრძოლა შეგვიძლია”


”რეალის” თავდამსხმელმა, ქარიმ ბენზემამ განაცხადა, რომ მიუხედავად სამეფო თასის პირველ შეხვედრაში დამარცხებისა ჟოზე მოურინიოს გუნდი 1/2 ფინალში გასასვლელად იბრძოლებს.

ჩვენ გვესმის, რომ რთული იქნება. ”ბარსა” ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენც დიდი გუნდი ვართ. ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ მათთან ბრძოლა შეიძლება. ”ნოუ კამპზე” ჩვენ ამ აზრით წავალთ: გავიმარჯვოთ და გავიდეთ შემდეგ ეტაპზე. ანგარიში სულ რაღაც 1:2 არის, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მე დარწმუნებული ვარ” - განაცხადა ფრანგმა ფეხბურთელმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.