პედრომ თამაშის უფლება მიიღო

პედრომ თამაშის უფლება მიიღო


ვარჯიშის ბოლოს კანარის კუნძულელმა ექიმებისგან თამაშის უფლება მიიღო და პეპ გვარდიოლას 19 კაციან განაცხადში მოხვდა. ”მალაგასთან” მატჩის განაცხადში ასევე მოხვდნენ კუენკა, დოს სანტოსი და სერხი რობერტო.

კვირას, ”ლა როსალედაზე” გასამართი მატჩისთვის მთავარი სიახლე პედრო როდრიგესის დაბრუნებაა. პამპლონაში, მარცხენა ბარძაყზე მიღებული მცირე დაზიანებიდან 9 დღეში პედროს თამაშის უფლება მისცეს. ფეხბურთელმა თანაგუნდელების მსგავსად სრული დატვირთით ივარჯიშა და მზადაა ხვალინდელი მატჩისთვის.

”რეალთან” გამართული მატჩის მსგავსად ანდალუსიაში გუნდს კეუნკა, დოს სანტოსი და სერხი რობერტო გაჰყვებიან. ისინი ცვლიან ტრავმირებულებს, ფონტასს, აფელაის და ვილიას. ასევე აფრიკის თასზე სათამაშოდ წასულ სეიდუ კეიტას.

ვარჯიში სიუტატ ესპორტივაზე

შაბათს დილით გუნდმა სიუტატ ესპორტივაზე ივარჟიშა. სესიაში მონაწილეობა პირველი გუნდის 16-მა (მათ შორის პედრო) და ფილიალის 3-მა ფეხბურთელმა მიიღო (კუენკა, დოს სანტოსი, სერხი რობერტო). გუნდი სიუტატ ესპორტივაზე ისადილებს, რის შემდეგაც ანდალუსიაში გაემართება, სადაც ხვალ, ადგილობრივი დროით 18 საათზე ”მალაგას” დაუპირისპირდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.