პედრომ თამაშის უფლება მიიღო

პედრომ თამაშის უფლება მიიღო


”ბარსელონას” დღევანდელი სავარჯიშო სესიის მთავარი სიახლე პედრო როდრიგესის დაბრუნება იყო. ექიმებმა მას თამაშის უფლება დართეს. პამპლონაში გუნდს ვერ დაეხმარება სერხი ბუსკეტსი.

პედრო როდრიგესმა მარცხენა ფეხის კუნთის ტრავმა სრულად მოირჩინა ”ოსასუნასთან” გასამართი შეხვედრის წინ გუნდთან ერთად ემზადება. ამავდროულად გუნდს კვლავ ვერ ეხმარება სერხი ბუსკეტსი, რომელმაც გასულ შაბათს ღრმა ჭრილობა მიიღო მუხლზე. გუნდს ასევე ვერ ეხმარებიან ტრავმირებულები ვილია, ფონტასი, აფელაი. აფრიკის თასის გათამაშებაზე იმყოფება სეიდუ კეიტა.

პეპ გვარდიოლას განკარგილებაში ხვალიდნელი მატჩისთვის 19 ფეხბურთელი იქნება. პირველი გუნდის 16 ფეხბურთელთან ერთად იმყოფებიან კრისტიან ტელიო, ჯონათან დოს სანტოსი და სერხი რობერტო.

სესიაზე 3 ახალგაზრდა ფეხბურთელი იმყოფებოდა

”ბარსამ” ვარჯიში დღეს სიუტატ ესპორტივაზა ჩაატარა. სესიაზე პირველი გუნდის მწყობრში მყოფი ყველა ფეხბურთელი იმყოფებოდა, მათ შორის პედრო. სერხი ბუსკეტსი განცალკევებით ვარჯიშობდა. სესიაზე იმყოფებოდნენ ტელიო, დოს სანტოსი და სერხი რობერტო. მათთან ერთად ”Juvenil B”-ს 3 ფეხბურთელი, რობერტ კოსტა, პაბლო ოტერო და ჩავი კუინტილა იმყოფებოდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.