პრიმერას შემდეგ კოპა

პრიმერას შემდეგ კოპა


კატალონიელებმა ვერ მოასწრეს ”მალაგასთან” გამართული მატჩის დავიწყება, თუმცა გუნდმა სამეფო თასის 1/4 ფინალისთვის დაიწყო მზადება. როგორც წესი ფეხბურთელებმა აღდგენითი ვარჯიშები ჩაატარეს. კუენკა, სერხი რობერტო, დოს სანტოსი და ფილიალის 6 ფეხბურთელი იმყოფებოდა სესიაზე.

”მალაგას” დამარცხების შემდეგ დღეს დილით გუნდი სიუტატ ესპორტივაზე ვარჯიშს დაუბრუნდა. კატალონიელებს სწრაფად მოუხდათ ვარჯიშის განახლება, რადგან ოთხშაბათს სამეფო თასის 1/4 ფინალის განმეორებითი მატჩია ჩასატარებელი.

კანტერას შესამჩნევი მონაწილეობა

ორშაბათის ვარჯიშზე გვარდიოლას პირველი გუნდის ყველა ფეხბურთელი ჰყავდა სესიაზე და ასევე კუენკა, დოს სანტოსი და სერხი რობერტო. ამ ფეხბურთელებს შეუერთდნენ ოიერი, ბალიუ, როსელი, ესპინოსა და დეულოფეუ ”ბარსა ბ”-დან, ასევე სესიაზე იმყოფებოდა ”ხუვენილ ა”-ს ფეხბურთელი, პატრიკი. ის ფეხბურთელები, რომლებიც ”ლა როსალედაზე” ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ძალების აღდგენით იყვნენ დაკავებულნი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.