პეპეს არ დასჯიან

პეპეს არ დასჯიან

ცნობილი ესპანური პორტალის Sport.es-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" მცველ პეპეს არ დასჯიან იმ საქციელის გამო, რომელიც მან "რეალისა" და "ბარსელონას" დაპირისპირების დროს ლეო მესის მიმართ ჩაიდინა. საუბარია იმ მომენტზე, როდესაც პეპემ მესის ხელზე განზრახ დააბიჯა ფეხი.

 

უწყებაში, რომელიც "ელ კლასიკოს" მთავარმა არბიტრმა ფეხბურთის ფედერაციაში წარადგინა, მხოლოდ ერთხელ არის პეპე ნახსენები, იმ ყვითელი ბარათის გამო, რომელიც ამ უკანასკნელმა მატჩის მსვლელობისას მიიღო, თუმცა არაფერია ნათქვამი იმ ფაქტზე, რომლის ვიდეო მასალები მსოფლიოს მაშტაბით გავრცელდა.

 

პეპემ მონაწილეობა არ მიიღო "რეალის" ბოლო მატჩში ბილბაოს წინააღმდეგ. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პორტუგალიელი ფეხბურთელი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დასაჯა. აქედან გამომდინარე ჯერ-ჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა პეპე მონაწილეობას "ბარსას" წინააღმდეგ მატჩში, რომელიც "კამპ ნოუზე" გაიმართება.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.