პეპე: "ჩემგან მკვლელის პროტოტიპს აყალიბებენ"

პეპე: "ჩემგან მკვლელის პროტოტიპს აყალიბებენ"

პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" მცველი, კლეპერ პეპე, არ ეთანხმება იმ ფრაზებს, რაც მის მიმართ გამოთქვეს თავისივე არასპორტული საქციელის გამო. იტყობინება ესპანური პრესა.

 

"პრესამ მე მკვლელად შემრაცხა. ნათელია ჩემი მიზანი და ეს გახლავთ, დავიცვა საკუთარი გუნდის ღირსება". ამბობს პეპე "Canal+"-თან ინტერვიუში.

 

"როდესაც სხვადასხვა ქალაქებში ვმოგზაურობ ხალხი ძალიან სასიამოვნოდ მხვდება და ჩემდამი სიმპატიებს ჟესტებით გამოხატავენ. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს". დაასრულა კლეპერ პეპემ.

 

შეგახსენებთ, რომ პეპე ძალიან გააკრიტიკა პრესამ მას შემდეგ, რაც სამეფო თასის 1/4 ფინალში იუხეშა ლიონელ მესის წინააღმდეგ. პორტუგალიელმა ხელზე დააბიჯა არგენტინელს. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.