ბელეტი:"რონალდინიო უკეთესად თამაშობდა, ვიდრე მესი"

ბელეტი:"რონალდინიო უკეთესად თამაშობდა, ვიდრე მესი"

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა მცველმა, ჟულიანო ბელეტიმ შეადარა "ბარსას" ყოფილი და დღევანდელი ვარსკვლავები, რონალდინიო და ლეო მესი:

 

"რონალდინიოს მეტოქეებად ისეთი ფეხბურთელები ჰყავდა, როგორებიც ზიდანი და ფიგუ იყვნენ. მათ ფონზე რონალდინიოს ტალანტი ბრწყინვალედ გამოჩნდა. პირადად რონალდინიომ მოაგებინა "ბარსელონას" უამრავი ტიტული, მესის კი შესანიშნავი პარტნიორები ჰყავს გვერდზე," განაცხადა ბელეტიმ.

 

ცნობისთვის ბელეტიმ 2006 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც "ბარსამ" "არსენალი" დაამარცხა, გამარჯვების გოლი გაიტანა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.