ბელეტი: "იმ გოლის წყალობით, ჩემი სახელი ისტორიაში ჩაიწერა"

ბელეტი: "იმ გოლის წყალობით, ჩემი სახელი ისტორიაში ჩაიწერა"

 

მოგეხსენებათ რამდენიმე დღის წინ, კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელმა ყოფილმა მცველმა, ჟულიანო ბელეტიმ განაცხადა, რომ იგი ფიზიკური პრობლემების გამო ფეხბურთიდან მიდიოდა. ამის შემდეგ, მან კატალონიურ გამოცემა "სპორტს" ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ 2006 წლის ფინალის წყალობით, იგი ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერა...

 

"2006 წლის "ჩემპიონთა ლიგის" ფინალში, ლონდონის "არსენალის" წინააღმდეგ გატანილი გოლი ჩემს კარიერაში ერთ–ერთი უბრწყინვალესი მომენტი გახლდათ. ამ დროს მე ჩემი სახელი ისტორიაში ჩავწერე. ამ მატჩს ბევრი გმირი ჰყავდა და მე ვამაყობ იმით, რომ ერთ–ერთი მათგანი მეც ვიყავი", – განაცხადა კატალონიურ გამოცემასთან საუბრისას  ბელეტიმ.

 

ამის გარდა, ჟულიანომ 2002 წლის მუნდიალის მნიშვნელობაც აღნიშნა და ის მიზეზებიც ახსნა, თუ რატომ ტოვებს იგი დიდ ფეხბურთს: "მე დიდი პრობლემები მქონდა ორივე ქუსლზე. ეს პრობლემები გასულ წელს, ოქტომბერში დაიწყო, როდესაც "ფლუმინენსეში" ვასპარეზობდი. მე ბევრ ექიმთან ვიყავი, თუმცა ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოახერხა, რომ ეს ტკივილები თავიდან ამერიდებინა."


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.