ბოლო ვარჯიში ”ვილიარეალთან” მატჩამდე

ბოლო ვარჯიში ”ვილიარეალთან” მატჩამდე


პეპ გვარდიოლამ შაბათს, ”ვილიარეალთან” გასამართი მატჩის განაცხადში პირველი გუნდის 15 ფეხბურთელი, კეუნკა, დოს სანტოსი, სერხი რობერტო და კრისტიან ტელიო შეიყვანა.

”ბარსამ” დღეს, დღის მეორე ნახევარში სიუტატ ესპორტივაზე უკანასკნელი ვარჯიში გამართა ხვალ, ”ელ მადრიგალზე” გასამართი მატჩის წინ. პეპს სესიაზე პირველი გუნდის 14 წევრი ჰყავდა, ასევე ვარჯიშში მონაწილეობა მიიღეს კუენკამ, დოს სანტოსმა, სერხი რობერტომ და ტელიომ. სესიაზე არ იმყოფებოდა ხოსე მანუელ პინტო, რომელსაც პირადი საქმეების გამო კლუბისგან ვარჯიშის გაცდენის უფლება ჰქონდა.

მგზავრობის გეგმა

გუნდი კასტელონში შაბათს დილით გაემგზავრება. 10 საათზე გუნდი სიუტატ ესპორტივაზე შეიკრიბება. 12:55 საათზე გუნდი უკვე ადგილზე იქნება და მატჩის დაწყებამდე სასტუმროში დარჩება. ფეხბურთელები სასტუმროში ისადილებენ. მატჩის დასრულების შემდეგ გუნდი ბარსელონაში დაბრუნდება, სადაც 03:30 საათზე იქნება.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.