რიკელმე:"მესი ვერ თამაშობს ნაკრებში ისე, როგორც "ბარსაში"
"ბოკა ხუნიორსის" ვეტერანმა ნახევარმცველმა, ხუან რომან რიკელმემ ისაუბრა მის თანამემამულე, ლიონელ მესის შესახებ, იტყობინება ესპანური მედია:
"ფაქტია, რომ მესი არგენტინის ნაკრებში ვერ თამაშობს ისე, როგორც "ბარსელონაში". მას არ ჰყავს ნაკრებში ისეთი თანაგუნდელები, როგორებიც ჩავი და ინიესტაა. როდესაც მე ესპანეთისა და ინგლისის ნაკრების ამხანაგურ შეხვედრას ვუყურე, ესპანელები მშვენივრად თამაშობდნენ, მაგრამ არ ჰყავდათ მესი გოლის გასატანად. თუ ლეოს არგენტინაში არ ჰყავს თავისი თანაგუნდელები, ესპანეთსაც არ ჰყავს მესი," განაცხადა რიკელმემ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]