რიკელმე: „მესი და რონალდუ ბევრს იტანენ, მაგრამ საუკეთესო ინიესტაა“

რიკელმე: „მესი და რონალდუ ბევრს იტანენ, მაგრამ საუკეთესო ინიესტაა“

"ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა ხუან რომან რიკელმემ პრესასთან ინტერვიუში განაცხადა თუ ვის თვლის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელად. იტყობინება, Mundo Deportivo. 

"ბარსელონას" რიგებში ბევრი ვარსკვლავი თამაშობს. ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ ძალიან ბევრს იტანენ, მაგრამ საუკეთესო - ინიესტაა. მას შეუძლია გასწავლოს, თუ როგორ ითამაშო ფეხბურთი. რაც შეეხება მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს, ვისურვებდი, რომ ფინალში "ბარსელონას" მეტოქე "რივერ პლეიტი" ყოფილიყო. 10 შეხვედრიდან "ბარსელონა" 9-ში გამარჯვებულია, თუმცა "რივერ პლეიტი" ყველა მატჩში 100%-ით იხარჯება." - განაცხადა, რიკელმემ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.