გვარდიოლას ახალი ფეხბურთელების შეძენა სურს?

გვარდიოლას ახალი ფეხბურთელების შეძენა სურს?


”ვილიარეალთან” უგოლო ფრის შემდეგ გუნდი კვლავ ვარჯიშს დაუბრუნდა, პეპ გვარდიოლამ კი კლუბის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

ორშაბათს, ”სიუტატ ესპორტივაზე” ვარჯიშის დასრულების შემდეგ მთავარი მწვრთნელის კაბინეტში შეიკრიბნენ ანდონი სუბისარეტა და კლუბის მართველობის აპარატის წარმომადგენელები, ალბერტ ვალენტინი და ნარცის ხულია. ეს შეხვედრა შემთხვევითი არაა და ის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გაიმართა. ადრე თავად გვარდიოლამ განაცხადა, რომ არ აპირებს ფეხბურთელების ყიდვას, თუმცა წინ მთელი სამშაბათია ტრანსფერებისთვის.

ტრავმების ეპიდემიის გამო ”ვილიარეალთან” მატჩში პეპ გვარდიოლას პირველი გუნდის 14 წევრი ჰყავდა მწყობრში. ამ შემთხვევაში პეპს კანტერანოების საქმეში ჩართვა უწევს (რობერტო, კუენკა, ტელიო), თუმცა ჯერ კიდევ არის ერთი მთლიანი დღე, სანამ სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.