გვარდიოლამ დაარწმუნა ფეხბურთელები, რომ ჩემპიონობა შესაძლებელია
ესპანური პრესის ცნობით გუნდის ბოლო ვარჯიშზე ფეხბურთელებს სიტყვით მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ მიმართა.
კატალონიელთა თავკაცმა ფეხბურთელების განწყობის გაუმჯობესება სცადა. ”ვილიარეალთან” დაკარგული ქულების შემდეგ ”ბარსა” მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. შეგახსენებთ, რომ პირველ ადგილზე მყოფი მადრიდის ”რეალი” 7 ქულით უსწრებს ”ბარსელონას”.
”დარწმუნებულები იყავით, რომ გაშვებული სხვაობის აღმოფხვრა შეგვიძლია. ფეხბურთელობის დროს რამდენჯერმე მოვხვდი ასეთ სიტუაციაში და ხშირად გამარჯვებული გამოვდიოდი. ვერ ვხედავ იმის მიზეზს, თუ რატომ არ უნდა გავიმეოროთ ეს ახლა” - განაცხადა გვარდიოლამ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]