გვარდიოლამ ფეხბურთელები გააფრთხილა, რომ ყურადღების მოდუნება არ შეიძლება
”ალმერიასთან” მატჩის წინ გამართულ ბოლო ვარჯიშამდე კატალონიის ”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ თავისი ფეხბურთელები შეკრიბა და მათ გარკვეული ფსიქოლოგიური სამუშაო ჩაუტარა.
გვარდიოლამ თავისი შეგირდები გააფრთხილა იმის თაობაზე, თუ რა შეიძლება მოჰყვეს მადრიდის ”რეალის” შეუფასებლობასა და თვითკმაყოფილებას.
”ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ, ვინაიდან ”რეალი” ბევრ მატჩს მოიგებს. ვალდებულები ვართ, კონცენტრირებულები ვიყოთ ყოველ მომდევნო თამაშზე და შევეცადოთ, რომ გავიმარჯვოთ. და თუ წავაგებთ, მაშინ მეტოქე კვლავ ახლოს იქნება. წინ გრძელი გზა გველის. თუ გვინდა, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ, მაშინ არ უნდა მივცეთ საკუთარ თავებს მოდუნების უფლება. და თუ ამ ბრძოლაში დავმარცხდებით, დამნაშავეები ჩვენ ვიქნებით.” - განაცხადა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ”ბარსელონა” მადრიდის ”რეალს” 7 ქულით უსწრებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]